მარიამ ჯაში - ხელოვნურად არც ერთ უნივერსიტეტს არ შეეშლება ხელი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ქვეყანაში სასწავლებლების ხარისხობრიობასთან დაკავშირებით პროცესი იწყება, რომელიც სასწავლებლების აკრედიტაციას და ავტორიზაციას ეხება და ის ევროკავშირის დირექტივებსა და სტანდარტებს შეესაბამება.

ასე გამოეხმაურა მარიამ ჯაში ჟურნალისტებთან თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის „ჰიპოკრატეს“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ ავტორიზაციის გაუქმების საკითხს.

მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ პროცესში, რომელიც სასწავლებლების ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებით იქნება, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი უნივერსიტეტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მისი ავტორიზაციის რისკი დაყენებული არ იქნება. პირიქით, ჩვენ ხელს შევუწყობთ აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტს, რომლებიც დაადასტურებს, რომ მათ ხარისხიანი სწავლების პროცესი აქვთ დანერგილი. ასევე აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული და საკადრო გარემო, სწორედ ასეთი უნივერსიტეტებით ვგეგმავთ ჩვენ, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კითხვაზე, თუ რატომ შეუწყდა აღნიშნულ სასწავლებლებს ავტორიზაცია, მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ თვითონ ავტორიზაციის წესში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება.

„თუკი ადრე ავტორიზაცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა, ინფრასტრუქტურული, საკადრო და პროგრამული, დღეს ეს კომპონენტები შვიდი მიმართულებით არის გაშლილი. ბევრად უფრო დეტალიზებულია შეფასებების მეთოდოლოგია და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ხელოვნურად არც ერთ უნივერსიტეტს ხელი არ შეეშლება და საქართველოში გაცემული დიპლომი რეალურად იქნება ხარისხის შტამპის და ხარისხის გარანტიის მქონე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს