ამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამატებითი ექსპერტიზა ტარდება

ამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ბალისტიკური ექსპერტი, გამომძიებლები და კახეთის საექსპერტო ჯგუფი იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ისინი კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ იმ ოთახს, სადაც სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლისას მას გაუჩნდა ბევრი კითხვა, რისთვისაც დამატებითი ექპერტიზა გახდა საჭირო.

"საქმის მასალების გაცნობიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვები, რაზეც ინტერესების დამცველმა დააყენა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა. ჩვენ აქ ჩამოვედით სწორედ იმიტომ, რომ საქმეში არსებული ტყვიის ფრაგმენტები ვერ იძლევა სრულად იდენტიფიცირების საშუალებას, რომ ეს იყო ერთი ტყვია. ვნახოთ, რა იქნება ოთახის დათვალიერების შემდეგ", - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო