თურქეთის პოლიციამ ანტიამერიკული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ანტიამერიკული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქცია ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ ჩაატარა და თურქეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტს უკავშირდება.

საპროტესტო აქცია Ankara Palace-ის სასტუმროსთან მიმდინარეობს, სადაც რექს ტილერსონისა და მისი თურქი კოლეგის მევლუთ ჩავუშოღლუს პრესკონფერენციაა დაგეგმილი. აქციაში 150 კაცი მონაწილეობს. მათ ანკარას მერიისგან აქციის ჩატარების ნებართვა არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ამერიკა ჩვენი ჯარისკაცების მკვლელია“, „წყეული იყოს „ქურთისტანის მუშათა პარტია“ და მისი მოკავშირე აშშ“, „მკვლელო ტილერსონო, დატოვე თურქეთი“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა