ირაკლი მეზურნიშვილი - მცირე ბიზნესისადმი მამუკა ბახტაძის შეთავაზება არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ

მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემუშავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველანი დავინახავთ, რომ ეს ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, არამედ მონაწილეობის და ჩართულობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

დეპუტატის განმარტებით, ის, როგორც კასპის მაჟორიტარი, მზად არის, კასპის მოსახლეობას აუხსნას, რომ ეს ინიციატივა მათ ახალი საქმის დაწყების, ახალი შემოსავლის მიღების რეალურ შანსს აძლევს.

„მხარდაჭერა ყველაზე მეტად არა დიდი გემების, არამედ პატარა გემების ეკონომიკას სჭირდებოდა და მან ეს გააკეთა. ყველანი დავინახავთ, რომ ეს ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, არამედ მონაწილეობის და ჩართულობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხალხთან იყოს რაც შეიძლება კარგად და გასაგებად მიტანილი. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ ჩემს ოლქში, კასპის რაიონში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თითოეულ ოჯახს ავუხსნა, რომ ეს ინიციატივა მათ ახალი საქმის დაწყების, ახალი შემოსავლის მიღების რეალურ შანსს აძლევს“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს