სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის უცვლელი სახით დამტკიცების შემთხვევაში, შესყიდვები იქნება საიდუმლო, კონტროლის მექანიზმები - სუსტი

შესყიდვების კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც სრულდება ამ კანონის საფუძველზე, არის საჯარო. შესყიდვა, რომელიც გავა შესყიდვის კანონიდან, ის შეიძლება იყოს საიდუმლო, - ამის შესახებ ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში საუბრისას განაცხადა.

საია-ს თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს რამდენიმე კითხვით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის უცვლელი სახით დამტკიცების შემთხვევაში შესყიდვები იქნება საიდუმლო და კონტროლის მექანიზმები სუსტი.

”თქვენ ამბობთ, რომ შესყიდვების გარკვეული ნაწილის და არა მთლიანად შესყიდვების გასვლა მოხდება შესყიდვების კანონმდებლობიდან. ეს კანონში პირდაპირ იწერება. კითხვა მაქვს - რა პროცედურებით იყიდით ფილმებს? ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით უნდა შეისყიდოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? მესამე - როგორ გამორიცხავთ ინტერესთა კონფლიქტს? იქნება თუ არა გასაჩივრების უფლება? გახდება თუ არა საფუძველი ეს ცვლილებები, რომ ამ კატეგორიის შესყიდვები არ გადაიქცევა საიდუმლო შესყიდვებად?

მე გუბნებით, დიახ. შესყიდვების კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც სრულდება ამ კანონის საფუძველზე არ არის საჯარო. შესყიდვა რომელიც გავა შესყიდვის კანონიდან, ის შეიძლება იყოს საიდუმლო.

პირობითად შეიძლება იყიდოთ დოკუმენტური ფილმი, რომლის ფასსაც ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ. გავიგებთ მხოლოდ რამდენ ფილმში რამდენი გადაიხადეთ.

გარდა ამისა მაინტერესებს გამოქვეყნდება თუ არა ვებ-გვერდზე, ვინ განსაზღვრავს ამას? თქვენ ახლა რომ მითხრათ, ამას საბჭო დაადგენს რა პროცედურებით იყიდის, ეს იქნება არაკანონიერი. შესყიდვის წესებს ამ ქვეყანაში შესყიდვების კანონი განსაზღვრავს”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა