დიმიტრი ქუმსიშვილი BP-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა

სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია BP-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის ბაზრისთვის კასპიის ნახშირწყალბადების მიწოდების სამხრეთის კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა BP-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელთაც BP - ი ახორციელებს საქართველოში. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროექტების რეალიზება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით.

"სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, გაზრდის მის როლს საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა