სოფო კილაძე ნინო ჯანგირაშვილის განცხადებაზე - ასეთი დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია

ასეთი დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა. კილაძე გამოეხმაურა პარლამენტში ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების შეხვედრას, სადაც აღნიშნული შეხვედრა „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“-ის იურისტმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს და ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას. ასეთი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი და პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იქცეს შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზედ. ძალიან სამწუხაროა, როცა ამას ყველა ჟურნალისტი სათანადოდ ვერ აფასებს და ითვალისწინებს“, - განაცახა სოფო კილაძემ.

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

”მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე კამათი ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, სარეკლამო ბაზრის საკითხზე საუბარს მოჰყვა.