ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს თხოვს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაწყვეტილებამდე, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივიდნენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს თხოვს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივიდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ.

მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ სერიოზული ცვლილება მიმდინარეობს.

”ფული არაეფექტურად იხარჯებოდა, ძალიან დიდი რეფორმა არის გასაკეთებელი, გთხოვთ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გარკვეული პარლამენტარები მობრძანდეთ ტელევიზიაში და ნახოთ, რა მდგომარეობაშია ტელევიზია და რა პროცესი მიდის ახლა. ადგილზე ვნახოთ, რისთვის არის კონკრეტული გადაწყვეტილება საჭირო, რატომ იყო საჭირო მანქანა, კამერა და ა. შ. ჩვენი თხოვნაა, მობრძანდეთ ერთი საათით და ნახოთ, რა ხდებოდა ტელევიზიაში და რა ძვრები მიმდინარეობს“, - მიმართა მაღლაფერიძემ ირაკლი კობახიძეს.

ორ საათზე მეტია რაც პარლამენტის თავმჯდომარეს მედიაორგანიზაციების და ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები ხვდებიან. დისკუსიის თემაა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს