”თიბისი ბანკი” - სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ”თიბისი დაზღვევას” სიახლე აქვს, რომლის თანახმად სამოგზაურო დაზღვევის შეძენა პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი.

როგორც ”თიბისი ბანკის” მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან, მოქალაქეს შეუძლია პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტო გადაიღოს და ”ფეისბუქ” მესენჯერის საშუალებით გაუგზავნოს ”თიბისი დაზღვევის” ბი ბოტს, შესაბამისად სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას პირადი მონაცემების აკრეფვა აღარ იქნება საჭირო.

”ბი ბოტის მთავარი მიზანი დაზღვევის ონლაინ შეძენის გამარტივებაა. პროგრამა, რომლის შექმნაზეც ქართულმა სააგენტო პულსარმა იმუშავა, პირდაპირ ”ფეისბუქ” მესენჯერიდან იძებნება. 6 თვის განმავლობაში ბი ბოტით უკვე 20 000 - ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

”თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მომავალშიც გააგრძელებს ბი ბოტის შესაძლებლობების განვითარებას და ბევრი სხვა სიახლის შეთავაზებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა