ირაკლი კობახიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თუმცა, კობახიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება.

„პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ. ვაკვირდები რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. მე უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითარებას თუ გააუმჯობესებ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება არის შეუძლებელი. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ჩვენი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, ამის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან დაკავშირებით, შესყიდვებთან დაკავშირებით. დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაუარესებით არაფერი გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა