ვატო შაქარიშვილი ლევან ხაბეიშვილს - შენი სახით გროტესკული ჟანრის თეატრი ერთ კარგ მსახიობს კარგავს, კარგი იქნება, თუ ამ დარბაზის ნაცვლად იქნები ცირკში

შენი სახით გროტესკული ჟანრის თეატრი ერთ კარგ მსახიობს კარგავს, კარგი იქნება, თუ ამ დარბაზის ნაცვლად შენ იქნები ცირკში, - ასე მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სხდომაზე.

დეპუტატებს შორის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით დისკუსიას მოჰყვა. ვატო შაქარიშვილი სხდომაზე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მიერ დაყენებულ საკითხს. ხაბეიშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაიხარჯება.

ვატო შაქარიშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ დედაქალაქის მერიამ პრემიერ-მინისტრს არაერთ პირთან მოლაპარაკების გზით დებულებაზე ხელმოწერა შესთავაზა, არამედ მოთხოვნა გადაიგზავნა გამარტივებული წესით შესყიდვაზე. შაქარიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ერთი და იგივე არ არის.

ლევან ხაბეიშვილმა შაქიარაშვილს შესთავაზა, რომ იმ დოკუმენტებს გასცნობოდა, რომელიც მას ჰქონდა და ამ მიზნით მისკენ გაემართა და შაქარიშვილისგან დოკუმენტების ჩამორთმევას ითხოვდა. „კოლეგასთან საუბარი ისწავლე და მერე მესაუბრე. როდესაც პასუხობენ და გიპირისპირდებიან ფაქტებით, მაშინ თქვენ მწყობრიდან გამოდიხართ, აწყობთ წარმოდგენას. ერთხელ გაგაგზავნეთ გროტესკული ჟანრის თეატრში და მერამდენედ გაგაგზავნოთ. შენი სახით გროტესკული ჟანრის თეატრი ერთ კარგ მსახიობს კარგავს, კარგი იქნება, თუ ამ დარბაზის ნაცვლად შენ იქნები ცირკში“, - მიმართა ვატო შაქარიშვილმა ლევან ხაბეიშვილს.

მანამდე ვატო შაქარიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისის განვითარების ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე. „ძეგლების რეაბილიტაცია ჩვეულებრივი სამშენებლო პროცესი არ არის. ამ მიმართულებით კომპანიების მცირე ჩამონათვალს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება. მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, ათამდე მსხვილი კომპანიაა დასაქმებული და 25-მდე შედარებით მცირე კომპანია. რომელ ერთ პირთან მოლაპარაკებაზე და ერთი კომპანიის შერჩევაზე მესაუბრებით“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა