თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოყვა.

უმრავლესობის დეპუტატთან ვატო შაქარიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა თამარ ტალიაშვილი, რომელმაც უარყო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფონიჭალაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებით.

სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობა სახურავზეა დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე წელია ამ შენობის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ”ამ მიზნით მილიონ 300 ათასი ლარია გახარჯული, შენობაში კი დღესაც წყალი ჩადის”, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანს შორისაც მოხდა.

დავითულიანმა ოპოზიციონერი დეპუტატი არასწორი ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ზრდას და სხვა საკითხებს.

ამ წუთებში დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს განიხილავენ, რომელიც საბიუჯეტო ცვლილებებს ითვალისწინებს.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ საკითხებს აცნობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო