ირაკლი კობახიძე - ერთი წელია ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ შტურმს ვაკვირდებით

ერთი წელია ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ შტურმს ვაკვირდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში საკითხის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაუწყებელში არა მხოლოდ კანონპროექტის განხილვა გახდა პოლიტიკური შტურმის მიზეზი, არამედ იმ გადაცემების დახურვამაც უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც სოციალურ გავლენას ვერ ახდენდნენ.

”ერთი წელია ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ შტურმს ვაკვირდებით. ჯერ დაიწყო გადაცემების გაუქმების წინააღმდეგ პროტესტით, მაშინ როდესაც ზუსტად ის გადაცემები ქმნიდა ნულოვან რეიტინგს. დაიწყო ცვლილებებზე საუბარი და დაიწყო მაშინვე პოლიტიკური შტურმი. ეს არსებული სურათია.

სამწუხაროდ, ეს კანონპროექტიც გახდა ამ პოლიტიკური შტურმის შემადგენელი ნაწილი. ამ პოლიტიკურ შტურმს, გარდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისა რა შეიძლება ჰქონდეს, მე არ ვიცი. დასაბუთებული, თუნდაც პოლიტიკურად ეს შტურმი ვერ იქნება.

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება ნულოვან სოციალურ გავლენაში. ეს როგორ შეიძლება გაუარესდეს მე არ მესმის. ანუ რის წინააღმდეგ იბრძვიან პოლიტიკურად, მე არ მესმის. თუ რამეს გააუმჯობესებს მენეჯმენტი, თორემ გაუარესებით რა უნდა გააუარესოს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ შტურმს გამართლება არ აქვს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა