თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანა

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანა. სხდომაზე საკითხს მხარი 33 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო.

ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა. პროექტის განხილვას დეპუტატებს შორის დიდი დისკუსია მოჰყვა. ხმალაძის თქმით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც 861 მილიონ ლარს შეადგენს, 897 მილიონ ლარამდე იზრდება. აღნიშნული ზრდა გასული წლის ბოლოს გადაჭარბებულმა შემოსავლებმა და ეკონომიებმა განაპირობა, რომელიც ჯამში 35 მილიონ ლარს შეადგენდა.

თანხის ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, დაგეგმილია 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა. ხმალაძის განცხადებით, შემდგომ წლებში ავტოპარკი უფრო მეტად განახლდება. ამასთან, 4 მილიონ 100 ათასი ლარით გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხები.

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ბაღში ავარიული მდგომარეობის გამო ბავშვები სხვადასხვა ბაღებში არიან გადანაწილებული და ამ ბაღების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ასევე, 4 მილიონ ლარამდე გაიზრდება გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების დაფინანსება.

მეტროს სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ დაგეგმილი იყო 11 მეტროს სადგურის რეაბილიტაცია, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ 7 მეტროს სადგური შეირჩევა, შესაბამისად, დაფინანსება 5 მილიონი ლარით შემცირდება. აღნიშნული თანხა კი 100 ახალი ავტობუსის შეძენას მოხმარდება. მან ასევე ისაუბრა ბიუჯეტში განხორციელებულ სხვა ცვლილებებზე.

ბიუჯეტის კორექტირების ერთ-ერთი მიზეზი, მისივე თქმით, მერიის სტრუქტურებში მომხდარი რეორგანიზაცია, ახალი აიპებისა და შპს-ების შექმნაცაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა