უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა

კიევში საქართველოს საელჩოს მიღებების დარბაზში აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ფარგლებში ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კორიდორების განვითარების განხილვა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცოიით, შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა ხერსონისა და სკადოვსკის პორტების მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პორტების ჩართვას ახალ სატრანსპორტო დერეფანში ლიტვა (კლაიპედას პორტი) - ბელარუსი - უკრაინა (ხერსონის პორტი) - თურქეთი (ტრაპიზონის პორტი) - საქართველო - აზერბაიჯანი, აგრეთვე ახალი საბორნე მარშრუტის დანიშვნას ბათუმისა და ხერსონის პორტებს შორის.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიბიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ დოვგანმა, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი გორდეევმა და ქ. ხერსონის მერმა ვლადიმირ მიკოლაენკომ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხერსონისა და სკადოვსკის მერებმა, და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში მოხდა ბათუმსა და ხერსონს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო