ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გუშინ მიუნხენში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.

პრემიერი მიესალმა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას და სასამართლოს წარმომადგენლის დანიშვნას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის სწორად წარმართვას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა