კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი - ამირან რობაქიძის მკვლელობის ადგილი მთლიანად გაყალბებულია, ვაცხადებ, რომ მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში

პირველად თქვენს ეთერში ვაცხადებ, რომ ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეომასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაიღეს, აქვს გურამ დონაძეს, ხოლო ფირი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დამონტაჟებული და გაყალბებულია.

„შემთხვევის ადგილი არის მთლიანად გაყალბებული. ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, არის აბსურდული, ეს არის მონტაჟი. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სადაც არის ეს ფირი. ეს არის გურამ დონაძესთან. მარტო საზოგადოების გასაგონად არა, გამოძიების გასაგონადაც ვამბობ, ეს ფირი არსებობს გურამ დონაძესთან და მე ამ ფირით მთელი 8 თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას“, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

ზურაბ ბაქრაძემ 2004 წლის 23 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დღე გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.

„შემთხვევის ადგილზე მისვლისას გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რაზეც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ, რომელიც დღეს ჩემთან ერთად არის ბრალდებული, ამიხსნა, რომ გააჩერეს ავტომანქანა, მათ შორის მოხდა სულ მცირე შელაპარაკება, პატრულმა ჩათვალა სახიფათოდ და გამოიძახა ჯგუფი, მოდის მეორე ჯგუფი, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ბაშალეიშვილი, გადმოდის მანქანიდან და ახდენს უმისამართოდ გასროლას - როგორც მაშინ გაირკვა, გაუვარდა იარაღი და ხდება ადამიანის დაჭრა. აი, ეს რაც მე მიქაძემ ამიხსნა. მე მას ამის შემდეგ ვუთხარი კიდეც, რომ გასაგებია, ფაქტი მოხდა, დანაშაული გახსნილია, აქაა ბაშალეიშვილი, დააკავეთ და დაიწყოს გამომძიებელმა მუშაობა. მე მივიღე ძალიან უცნაური პასუხი მაშინ და ამას ესწრებოდა ყველა ხელმძღვანელი მუშაკი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა