გორის რაიონში CO-თი ორი ადამიანი მოიწამლა

CO-თი ინტოქსიკაციით გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ სოფელ ზემო სობისიდან ორი ადამიანი გადაიყვანეს. 59 წლის ბებია და მისი 15 წლის შვილიშვილი ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ.

ოთახში, სადაც ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული. ,,გორმედში“ აცხადებენ, რომ სტაციონარში მოთავსებისას პაციენტებს ყველა საჭირო დახმარება დროულად გაეწიათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

,,CO-თი ინტოქსიკაციით სოფელ ზემო სობისიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედში“ ორი პაციენტი შემოიყვანა. ორივე მათგანს დაუყოვნებლივ გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და სტაციონარიდან გაწერის გადაწყვეტილებაც მივიღეთ“, - აცხადებს ,,გორმედის“ ექიმი ნინო ტაბატაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა