კახა კალაძე სამგორის გამგებელზე - არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაველოდოთ გამოძიებას

არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაველოდოთ გამოძიებას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ სამგორის რაიონის გამგებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კალაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცის.

"დამნაშავეა?!" - მიმართა ჟურნალისტს კალაძემ, პასუხის მიღების შემდეგ კი, რომლის თანახმად, საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თბილისის მერმა უპასუხა, რომ "ვერ გეტყვით, თუმცა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაველოდოთ გამოძიებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას".

გუშინ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას ორშაბათამდე მისცა ვადა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს კორუფციის მიმართულებით ნასამართლევი პირები და გამგებელი, რომელზეც მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

ხაბეიშვილი დაინტერესდა, უმრავლესობის წევრებს და ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობაში ნასამართლევი ადამიანების შესახებ ან ინფორმაცია მოქმედ გამგებელზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

„კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა. ასეთ გამგებელს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას საქმე აქვს აღძრული, თქვენ მხარი დაუჭირეთ. ახლა მე არ დავასახელებ იმ კონკრეტულ გამგებელს, არც იმათ, რომლებიც კორუფციის მიმართულებით არიან ნასამართლევი. ორშაბათამდე დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას გაძლევთ გონივრულ ვადას, მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები ჩამოაშოროთ თანამდებობას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა