კახა კალაძე - ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონამდე ლარის დახარჯვას ვაპირებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ისტორიული შენობების სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და ის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება. კალაძის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, თბილისის მერია ძველი თბილისის ისტორიული ნაგებობების სარეაბილიტაციოდ დაახლოებით, 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

"მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას და რეაბილიტაციას. ჩვენს დედაქალაქში ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომელიც რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. ასევე იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურა და გარემო.ზოგადად, არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ რასაც აქ ვხედავთ, არის ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია და შესაბამისად, ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავაანონსეთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 500 მლნ ლარის დახარჯვას ვაპირებთ ", - განაცხადა კალაძემ.

პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც,რომელიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია,ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა