ლევან იზორია - ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა ყოველთვის იქნება აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი

ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები. ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება და ყველაზე ამბიციური ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან წელს მიიღებს“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავა და კიდევ უფრო მეტად იქნება მხარდაჭერილი.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მართლაც სამაგალითო დინამიკა აქვს ყველა მიმართულებით და მათ შორის თავდაცვის სფეროში, რომელიც შემდგომში მხოლოდ გაღრმავდება და გაფართოვდება.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. საქართველო არასდროს იქნება მარტო. საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო