სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ბენზინმზიდის აფეთების შედეგად დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა დამწვარი

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთების შედეგად დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა დამწვარი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეთრიწყლების და კობაძის თემის რწმუნებულმა გიორგი ქიბიშაურმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი ირეცხება, რადგან არ მოხდეს ტერიტორიის მეტად დაბინძურება.

"საწვავით სავსე მანქანამ მოხვევა ვერ შეძლო და გადავარდა. როგორც მითხრეს, დაიღვარა ბენზინი და გაჩნდა ცეცხლი. საკმაოდ დიდი კვამლი იყო. დამწვარია დაახლოებით 700- კვადრატული მეტრი ტერიტორია. ამ ეტაპზე მომდინარეობს გზის გადარეცხვა", - განაცხადა გიორგი ქიბიშაურმა.

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა.

ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა