„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2017 წლის შედეგები წარადგინა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 16 თებერვალს, 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ყველაზე ღირებული ინვესტიცია განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აჩვენა მეორე კომპაქტის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ შევძლებთ განათლებაში სწორი ინვესტიციის განხორციელებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოწვეულ სტუმრებს ფონდის 2017 წლის პროექტები და მიღწეული შედეგები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააცნო.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ყველა მიმართულებით: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე 2017 წელს მივიღეთ 200-ზე მეტი სტუდენტი და დღეისათვის 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებზე საქართველოში. ფონდმა 2017 წელს დაასრულა 18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 30 საჯარო სკოლაა საერთაშორისო სტანდარტებით რეაბილიტირებული. პროფესიული ტრენინგები გაიარა 2 ათასზე მეტმა დირექტორმა და 15 ათასზე მეტმა მასწავლებელმა. პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავდა 45 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა და 10 პროფესიული სასწავლებელი აღიჭურვა ლაბორატორიებითა და სიმულატორებით”.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი, კერძო სექტორისა და განათლების სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელმა სგანმანათლებლო სფეროში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სასიკეთო ცვლილებებს ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ყველა ეტაპზე, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს