ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ამ წუთებში აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვა ავტოსადგურების გახსნას აპროტესტებენ.
"ქალაქს არ სჭირდება ამდენი ავტოსადგური. მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ. დროზე მიხედონ ამ საკითხს, თორემ აქციებს გავაგრძელებთ",- აცხადებენ ისინი.
50-მდე მძღოლი სამხარეო ადმინისტრაციის წინ საკუთარი მიკროავტობუსებით იმყოფება.