გოგი წულაია - რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს დავა რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხნის საკუთრების საკითხზე და საწარმოს მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებენ ბადრი წილოსანი (მის მეწილე დავით კეზერაშვილთან ერთად) და ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე. რეალურად, თავისუფალი საქართველოს“ აზრით, ქარხანა სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს და მისი კანონიერი მესაკუთრეები იქ მომუშავე რიგითი მუშა-სპეციალისტები არიან.

„ჯერ კიდევ წლების წინ, უკანონოდ მოხდა საწარმოს წილების გასხვისება და დანაშაულებრივი ჯგუფის - ბადრი წილოსანის და დავით კეზერაშვილის საკუთრებაში თავმოყრა. ეს არის კრიმინალისა და კორუფციის განსაკუთრებით თვალსაჩინო შემთხვევა, სადაც საქმე შეეხება რამდენიმე ასეული მილიონის ქონების დანაშაულებრივი გზით დაუფლებას. 19 თებერვალს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ამჟამინდელ და წინა მესაკუთრეებს შორის დავაზე დანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი. „თავისუფალი საქართველო“ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება სასამართლოს მიმდინარეობას. იმედს გამოვთქვამთ, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია დაიწყებს დამოუკიდებელი გამოძიების წარმოებას და უკვე მომავალი კვირიდან ნათელს მოჰფენს (დოკუმენტალური დადასტურების გზით) საქმისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რაც დაადასტურებს მაღალი თანამდებობის პირთა კორუფციასა და კრიმინალურ საქმიანობას“, - აცადებს გოგი წულაია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო