ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტის და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის და შევარდენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 12.00 საათიდან 15.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიშველაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.