„პრაიმ კრაიმი“ - „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული

„კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული,- ამის შესახებ სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასლან ქობულაძე, რომელიც ”კრიმინალურ სამყაროში” „ასლან ბათუმსკის“ სახელით არის ცნობილი, 16 თებერვალს ქალაქ კემეროვოს კოლონიიდან გათავისუფლდა.

იმავე დღეს შსს-ს თანამშრომლებმა მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველად არის აღიარებული. დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება, მანამდე კი ქობულაძე არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს.

„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველო იქნება, სადაც ასლან ქობულაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

„თუ საქართველო დროულად წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, „ასლან ბათუმსკის“ სამშობლოში გაძევება და ახალი სასჯელი ელის“, - წერს სააგენტო „პრაიმ კრაიმი“.

იხილეთ ვიდეო: "კანონიერი ქურდი" ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული - "პრაიმ კრაიმი"

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია