ზაზა გაბუნია - მოხარული ვარ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგია ექსპერტებმა მოიწონეს

მოხარული ვარ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგია ექსპერტებმა მოიწონეს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ 16-17 თებერვალს, ბორჯომში, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, პარლამენტარების, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ექსპერტების მონაწილეობით შედგა.

„ჩვენი მიზანია, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგია, სადაც წარმოდგენილია კომიტეტის ხედვა საქმიანობის მიზნების, ამოცანების შესახებ, ღონისძიებები საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად.

როგორც რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სტრატეგია აერთიანებს 4 მიზანს და 14 ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის უფრო გამართულ და შედეგიან მუშაობას. კომიტეტისთვის, რომელიც ახორციელებს კანონშემოქმედებით პროცესს და განსაზღვრავს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კოჰეზიის პრინციპით მოქმედება, ანუ რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, საქმიანობის გამჭვირვალობა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა; კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად მიმართული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით დეცენტრალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებაზე, რომლითაც განისაზღვრება განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

კომიტეტის სტრატეგიაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ექსპერტებმა.

როგორც რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძემ აღნიშნა, კომიტეტს აქვს რეგიონული პოლიტიკის განვითარების სწორი ხედვა.

„მე, როგორ თვითმმართველობის ექსპერტი, სამუშაო შეხვედრამდე გავეცანი თქვენი კომიტეტის სტრატეგიას და მინდა გამოვხატო გულწრფელი აღფრთოვანება, რადგან მიმაჩნია, რომ გაქვთ ნამდვილად სწორი ხედვა რეგიონული პოლიტიკის განვითარების. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, ეს ჩვენ მოგვცემს მთლიანობაში თვითმმართველობის გაძლიერების და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას, მე გთავაზობთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და კომიტეტის საქმიანობის ასეთი გამჭირვალობა, ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.

სამუშაო შეხვედრა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მატკავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა როსებაშვილმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა, თვითმმართველობის ექსპერტებმა: თამარ სართანიამ(,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ NDI), ლიზა სოფრომაძემ („რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი), კოტე კანდელაკმა („სამოქალაქო კულტურის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე), კოკა კიღურაძემ(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი) და არჩილ თოდუამ(„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო