პროკურორის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდება ზურაბ ბაქრაძის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, შემდეგ პროცესზე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდება ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ პროცესზე განაცხადა, 16 თებერვალს ძებნილმა, ბრალდებულმა ზურაბ ბაქრაძემ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომელიც ამირან რობაქიძის საქმეს შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ არასამუშაო დღეები იყო შაბათ-კვირა ვერ მოხდა აღნიშნული მასალის გამოთხოვა და მტკიცებულებად დართვა. შესაბამისად, დავით ნეფარიძის თქმით, ზურაბ ბაქრაძეს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, ასევე დაიკითხოს სკაიპის საშუალებით.

პროკურორმა დღეს უარყო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ძებნილ ზურაბ ბაქარაძესთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ამირან რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით ვიდეოექსპერტი უნდა დაიკითხოს, რომელმაც შემთხვევის დროს გადაღებულ კადრებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარა.

როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ექსპერტის დასკვნის მიხედვით 01 წამიდან 3 წუთამდე მასალაში არა ერთი ვიდეომონტაჟის კვალი ჩანს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებული გურამ დონაძე. მისი თქმით, 01 წამიდან 3 წუთამდე შსს-ის ექსპერტის დასკვნის მიხედვით არანაირი წყვეტის და მონტაჟის კვალი არ ფიქსირდება.

„ამ სამ წუთში ჩანს გასროლა, იარაღის პოვნა და დაჭრილი ბუტა რობაქიძის გარდაცვალება“, - განაცხადა გურამ დონაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს