ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ”პირველზე” - ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს

ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი შეასუსტოს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება რეკეტი.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალიან სახიფათო მოვლენას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მედიაპლურალიზმსა და კრიტიკულ აზრზე თავდასხმას უკავშირდება. ვგულისხმობ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეკეტს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახორციელებენ. ისინი არიან ივანიშვილის პირადი რეიდერები. ეს ადამიანები ტელეკომპანიის მფლობელს აძალებდნენ, რომ წილი სხვისთვის დაეთმო, რომელიც ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს ხელისუფლება მედიისა და ბიზნესის მიმართ ღია რეკეტს ახორციელებს - ჩვენ კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“- ის საქმე, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა; ვხედავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს - მაღლაფერიძემ ის ივანიშვილის პირად ტელევიზიად გადააქცია; გვახსოვს „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ კონგლომერატის შექმნა და აქ თითქმის საერთოდ არ ისმის კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ.

ეს რეკეტი მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი შეასუსტოს. სწორედ ამაზეა საუბარი რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სადაზერვო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია, შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველობის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს.

აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ტელეკომპანია "პირველის" ყველა ჟურნალისტისა და მენეჯმენტის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ისინი ნამდვილად ღირსეულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და აშუქებენ იმ პრობელემებს, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ დიმიტრი ქუმსიშვილმა დატოვოს თანამდებობა. ასევე, მისი და ჯეჯელავას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართავთ გენერალურ პროკურატურასაც. ასევე, ვაფიქსირებთ მზადყოფნას ვისაუბროთ მედიაგარემოზე ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა