Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის Social Impact Award-ის განხორციელებას იწყებს

Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის Social Impact Award-ის განხორციელებას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება „ფაბრიკაში“ გაიმართა.

„Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს. Social Impact Award-ის პარტნიორია "საქართველოს ბანკი". აღნიშნული თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს პროგრამა ფართოვდება, ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი). ასევე, Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა სიას საერთაშორისო სამიტის მასპინძლობის ლიცენზია, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. სამიტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ახალგაზრდა მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.

Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. გასულ წელს ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. საბოლოოდ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურ სოციაურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: "საქართველოს ბანკი", აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP.

“Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით”, - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა კაკაბაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ პროგრამა Social Impact Award-ს უკვე მეორე წელია მხარს უჭერს.

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის შესახებ, როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე შედეგზე ორიენტრიებული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს SIA-სთან თანამშრომლობა წარმატებული იყო, რადგან პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა იქნა განხილული. საბოლოოდ კი, "საქართველოს ბანკმა", 3 გამარჯვებულ გუნდს გრანტის სახით ფულადი ჯილდო გადასცა. "საქართველოს ბანკი" უკვე რამდენიმე წელია თავად მუშაობს სწორედ სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე და ჯამში 2 წლის განმავლობაში, 10 პროექტი დააფინანსა, სოციალური მეწარმეობის კუთხით,“ - განაცხადა ხათუნა კაკაბაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს