ზაზა ხუციშვილი - მაღალი ალბათობით, ვეტო იქნება დაძლეული

უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.ხუციშვილი გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

“წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე კანონპროექტს, პროზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რომელსაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ანუ საკითხი ეხებოდა ერთი მხრივ, შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე დეპუტატების განწყობიდან, უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული. მე ჯერ არაფერს ვაპირებ. კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები. ვფიქრობ ბევრს და ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს, სადაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაძლევს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა