ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე ა(ა)იპ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდული მედია კავშირი“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ და „მედია კავშირი თანაბარი უფლებებისთვის“ გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაცია საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში, სპორტულ-კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით. ასევე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ტრენინგების გამართვა მოზარდებისთვის სამოქალაქო თავდაცვისა და გარემოზე ზრუნვის საკითხებზე; სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ახალგაზრდებში ღირსეული სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით; დისკუსიების და ტრენინგების ორგანიზება სამოქალაქო თვითშეგნების, ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და სპორტულ-კულტურულ აქტივობებში ჩართვის პოზიტიურ მხარეებზე, ომის, სიძულვილის ენისა და ოპონენტების მიმართ აგრესიის გამოვლინების შედეგებისა და მათი პრევენციის ღონისძიებებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო