თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს

თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამუშაო შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე და პარლამენტარი რატი იონათამიშვილი დაესწრნენ. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია შშმ პირთა ადაპტირების და ინკლუზიური საკითხების დახვეწა.

რეკომენდაციები კომისიაზე თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ წარადგინა. გიგა სოფრომაძემ შეხვედრაზე შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, უნივერსალურ დიზაინზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უნივერსალური დიზაინი ისეთი გააზრებაა, როდესაც გარემო ბარიერებისგან მაქსიმალურად თავისუფალი და კეთილგანწყობილია, ნივთები კი ადვილად გამოყენებადი და მისაწვდომი მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის,“ - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.

სოფრომაძემ ამ თვალსაზრისით თბილისში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ინფრასტრუქტურულ პროექტების დაგეგმვის დროს არ არის აღნიშნული ამ ობიექტის ადაპტირებულობის აუცილებლობა, პრიორიტეტების მინიჭების კრიტერიუმში არ არის განსაზღვრული უნივერსალური დიზაინის პრინციპი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გიგა სოფრომაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პასუხისმგებელ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა. ამასთან, უნდა შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული ადგილები. სოფრომაძემ აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ პროცესში საკრებულოს მონიტორინგის და ზედამხედველობის გაზრდა და ერთიანი კონცეფციის შემუშავება.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ განაცხადა, შშმ პირთა ადაპტირების კუთხით ერთიანობა და ყველას ჩართულობაა მნიშვნელოვანი.

„ბევრი საკითხია, რომელიც მარტივად შეიძლება გადაწყდეს. ეს მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით შესაძლებელია მათი კომპეტენციის ფარგლებში,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე ასევე M3 კატეგორიის ავტობუსების გაჩერებების სახელდების და შშმ პირთათვის ავტობუსების გაჩერებების ხმოვანი გამოცხადებისთვის შესაბამისი სისტემის დამონტაჟების საკითხიც განიხილეს. აღნიშნული საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარადგინეს. გადაწყდა, რომ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმებით, ამ პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება.

შეხვედრაზე ასევე თბილისში პარკირების რეგულირების წესის და საფასურის შესახებ დადგენილებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციაც განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა