სერგო რატიანი - ხელისუფლება იბრძვის იმისთვის, რომ თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი შემცირდეს

ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საბოლოოდ არის ჩათრეული კორუფციაში და გარდა იმისა, რომ მას 50 მილიონზე მეტს ვაძლევთ იმაში, რომ ნდობა არა აქვს, ახლა სხვა საქმე უნდა გააკეთოს, - ხელი შეუშალოს თავისუფალ მედიას თავის საქმიანობაში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი უმრავლესობის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მმართველ გუნდს მედიის ბედი საერთოდ არ აინტერესებს და პირიქით, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძვის.

”ხელისუფლება იბრძვის იმისთვის, რომ თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი შემცირდეს. ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი კანონი მიიღეს. უმრავლესობა ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს უფლებას, რომ ეს საქმე მან გააკეთოს და სარეკლამო ბაზარი შეზღუდოს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება პროტექციონიზმის და კორუფციის საშუალებები”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ეს პროცედურულად იმას ნიშნავს, რომ მხარს არ დაუჭერენ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებულ ვერსიას და კენჭისყრისას ხელახლა მიიღებენ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა