გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თანმადებობა დატოვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანმადებობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპარტამენტში განუცხადეს, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სამმართველოს 14 თებერვლიდან ზვიად ფოჩხუა ხელმძღვანელობს.

ფოჩხუა 2015-17 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

რაც შეეხება გულუას სამსახურიდან წასვლას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამას წინ თანამშრომლებთან უთანხმოება და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ფაქტზე კი მოკვლევა მიმდინარეობს. ბაკურ გულუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 თებერვალს დაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო