პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრებისა და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს ხვდებიან.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია, რეგიონებში არსებული გამოწვევების გაცნობა და ასევე, გუბერნატორების მხრიდან იმის მოსმენა, თუ რისი განხორციელებაა საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით.

“თქვენი მხრიდან მოწოდებული ინფორმაციისა და დასმული საკითხებიდან გამომდინარე, მზად ვართ, გავაკეთოთ შესაბამისი პროექტების ინიცირება, თუკი ამის საჭიროება არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ შეხვედრის დაწყებისას.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით სანქციების გამკაცრების თაობაზე დაგეგმილ ცვლილებებს, ასევე, მიწის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა