მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობაში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წარმოებისას სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილება

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წარმოებისას სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილება.

ამასთან, როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საკითხი ჯერ მხოლოდ შიდა საუბრების ეტაპზეა და კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს.

“საუბარია სასამართლო კორპუსთან მიმართებით დისციპლინარულ წარმოებაზე. უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბოლო პერიოდის განმავლობაში ითხოვენ. ჯერ მხოლოდ საუბარია უმრავლესობის შიგნით. თუ ამას განვითარება ექნება და საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყება, ამის შესახებ პირველი მედია გაიგებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს