"ქინძმარაულის მარნის" თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებები აუნაზღაურეს

კომპანია "ქინძმარაულის მარნის" თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებები აუნაზღაურეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" იმ თანამშრომლებმა დაუდასტურეს, ვინც დღესხელფასის აღების მოთხოვნით აქცია გამართა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასების დაგვიანება არსებულ ფინანსურ პრობლემას უკავშირდება და თანამშრომლებს კუთვნილი თანხა უკვე დაერიცხათ.

"პირობა შევასრულეთ და სახელფასო დავალიანება დავფარეთ. ყველა თანამშრომელს კუთვნილი თანხა ანგარიშზე აქვს. მათ იციან, რომ კომპანიაში ფინანსური პრობლემებია და ამიტომ ცოტა დაგვიანდა. დღესაც და მანამდეც არაერთხელ ვუთხარით თანამშრომლებს, რომ ხეფასებს დავურიცხავდით და ეს ასეც მოხდა", - განაცხადა მარნის წარმოების დირექტორმა ბესიკ სესიაშვილმა.

დღეს "ქინძმარაულის მარანის" ტერიტორიაზე 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა