სოსო ბარათაშვილი - ჩაბუქის საქმისწარმოებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდოს

ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია, მაგრამ თვითდამშვიდების არანაირი უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკარტმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმის განხილვაში დიდ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს და რომელმაც შესაძლოა საქართველოზე იქონიოს გავლენა. ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩაბუქის საქმის წარმოებაში საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თუ სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება.

”სასამართლო გაურკვეველი ვადით გადაიდო და მომდევნო სხდომაზე განხილვა ჩვენი ვრცელი პოზიციის წარდგენით გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ თუ სამართლებრივად მიუდგება სასამართლო შუამდგომლობის განხილვას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება”, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს