საპარლამენტო უმცირესობა გარემოს დაცვის კომიტეტს RMG Gold-ის საქმიანობის საკითხზე სპეციალური სხდომის გამართვას სთხოვს

საპარლამენტო უმცირესობა გარემოს დაცვის კომიტეტს RMG Gold-ის საქმიანობით დაინტერესებას და სპეციალური სხდომის გამართვას სთხოვს.

საკითხი დეპუტატმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე დასვა. რატიანის ინფორმაციით, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში განიხილება RMG Gold-სთვის საწარმო ფართის გაფართოება.

“პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დაბინძურების თაობაზე ჩატარებულია კვლევები, რომელთა მიხედვით, დაბინძურება იზრდება. ზარალი მიყენებულია, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშები ადასტურებს და არ არის გადახდილი შესაბამისი ანაზღაურება. ჩვენი თხოვნაა, რომ ამაზე კომიტეტმა იმსჯელოს“, - განაცხადა რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, მას კომიტეტი შეიწავლის და განიხილავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა