„ევროპული საქართველო“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას საკრებულოში იწვევს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დღეს, 10.00 საათზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას იწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა.

მისივე თქმით, მათ კითხვები აქვთ პროექტის განხორციელებასთან და შერჩეულ კომპანიასთან დაკავშირებით.

„იმედი გვაქვს, რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს, რატომ ხდება 50 მილიონი ლარის ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განკარგვა და არა ტენდერით. რომელი კომპანია შერჩეული? როგორც ჩანს, ეს კომპანია სამუშაოებს მალე დაიწყებს. საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე უნდა მოხდეს პრეზენტაცია, ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. გვაინტერესებს პროექტი, რომლითაც საქმიანობა განხორციელდება და თანხები, რომლის განკარგვა მოხდება. მერიის მიერ დაფუძნებულ სიჩქარის სტილს, ყველამ კარგად ვიცით, რა მოაქვს. საქმე გვაქვს კულტურულ მემკვიდრეობასთან თბილისში და საზოგადოებას უნდა გააცნონ პროექტი“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო