კახა კალაძე - „112“-ის ახალი პროგრამა საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები და უფრო ეფექტურები

სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ მოწყობილება, სპეციალური პადები, რომლის მეშვეობითაც, ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, თუ სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახალი პროგრამა მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ უფრო ოპერატიულები და უფრო ეფექტურები.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც შევიმუშავეთ თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში - ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი არის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება...

რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო და ჩვენ ვაპირებთ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ვაპირებთ, სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ახალი ავტომობილების შემოყვანას, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას თანამშრომლებისთვის. წელს, დეკრეტული შვებულება იქნება ანაზღაურებადი, რაც არის მისასალმებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სასწრაფო დახმარების ავტომობილისთვის გზის დათმობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაითავისოს, რომ სასწრაფოს მანქანისთვის გზის დათმობა ნიშნავს, ერთი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, „112“-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა