აღმოსავლეთ ღუთაში ავიაშეტევებისა და დაბომბვების შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ღუთაში, დამასკოს გარეუბანში ავიაშეტევებისა და დაბომბვების შედეგად, სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება „დოიჩე ველე“.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით კი, დაღუპულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, 300-ზე მეტი ადამიანი კი დაჭრილია.

„საარტილერიო დარტყმებისა და დაბომბვების ინტენსივობა მოწმობს, რომ შეტევა სირიის სამთავრობო არმიის მიერ იყო მომზადებული“, - განაცხადა სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმღვანელმა რამი აბდელ რაჰმანმა.

აღმოსავლეთ ღუთა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა სირიაში, რომელიც ამბოხებულების ხელში რჩება. ქალაქი ოთხ წელზე მეტია ალყაშია. ქალაქში დაახლოებით 400 000 ადამიანია, რომელთაც არ მიეწოდებათ ჰუმანიტარული დახმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა