თურქეთის პროკურატურამ 170 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 170 პირის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის ყოფილი სამხედროების, რომლებსაც ბრალად ედებათ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირები. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

დაკავების ორდერი სტამბოლის პროკურატურამ გასცა. დაკავების სპეცოპერაცია 38 პროვინციაში ტარდება. ამ მომენტისთვის 22 ადამიანია დაკავებული.

2016 წლის 15 ივლისს მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალება სცადა. გადატრიალების მცდელობის შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით ადამიანი დააკავეს ან თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ამერიკაში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა