იან კელი - მნიშვნელოვანია მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ - თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ნარატივს თქვენი ქვეყნისთვის, ამას ვინმე სხვა ჩრდილოეთით განსაზღვრავს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგიული გეგმა გამოიმუშაოს კომუნიკაციისთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნისას განაცხადა.

„ჩვენს ინტერესებში შედის, რომ თქვენ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რომ თქვენ ნატო-ს, ევროკავშირს შეუერთდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება“, - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ს ელჩის განცხადებით, ეს მესიჯები მკაფიოდ უნდა იყოს გაჟღერებული, რათა ხალხი მის არსს ჩაწვდეს.

„ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა ჩრდილოეთით განსაზღვრავს მას თქვენთვის ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო