დაზვერვის სამსახურის უფროსი - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყების ქვეშ იქნება ეს სამსახური, აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოგვეცემა საშუალება ვიმუშაოთ

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყების ქვეშ იქნება ეს სამსახური, აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოგვეცემა საშუალება ვიმუშაოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორი იყო მისი რეაქცია, როცა დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შერწყმა იგეგმებოდა.

“მე ვარ ქართველი ოფიცერი. ამ უწყებაში ვმუშაობ 1999 წლიდან. შემიძლია თამამად ვისაუბრო ჩვენი სამსახურის სახელით - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყების ქვეშ იქნება ეს სამსახური. აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოგვეცემა საშუალება ვიმუშაოთ და შევასრულოთ ის დავალებები, რაც ჩვენ გვეძლევა“, - განაცხადა სუჯაშვილმა.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში იგეგმებოდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და სახელმწიფო დაზვერვის სამსახური კვლავ ცალკე უწყებად დარჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო