დავით სუჯაშვილი - ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართული და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან

ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც სუჯაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოს დაზვერვის სამსახურს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

„ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან. ჩვენი სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ გატარდეს პრევენცია“, - აღნიშნა სუჯაშვილმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დეპუტატების შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„აქ მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე მოძრაობს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი სამსახურის მიზანია მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რის საფუძველზეც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ბუნებრივია, რომ მსგავსი ბრიფინგები დამატებით კითხვების სურვილს იწვევს, თუმცა ამ ფორმატში არ შეგვეძლო დეტალებზე გვესაუბრა. მე კმაყოფილი ვარ დეპუტატების კითხვებით“, - განაცხადა სუჯაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახრულ სხდომაზე საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს