უკრაინის ელჩი - დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ოკუპაცია, მცდელობა კვლავ შეაჩერონ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარება

ასი წლის წინ გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში განუცხადა, სადაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ოკუპაცია, მცდელობა კვლავ შეაჩერონ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარება. ამიტომაც მნიშვნელოვანია საუბარი საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება საერთაშორისო სამართლის პრინციპების ირგვლივ, რათა მოხდეს ოკუპაციის შეწყვეტა. ერთ დღეს ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგვიტანს, ხოლო შედეგი კი მარტივია - მიეცეს ჩვენს ხალხს საშუალება, როგორც თვითონ სურს ისე განავითარონ ჩვენი ქვეყნები“, - აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა