„სადახლოსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, 19 თებერვალს არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში, 6,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, სომხეთის მოქალაქის, ზ.მ-ს კუთვნილი ხელბარგისა და საქართველოს მოქალაქის, ი.ფ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა